kids.ge logo

ქეთინო, გამოიცანი!

ფავორიტებში დამატება
გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიდის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიდი,
ზვიდი,
ნაზი და კეთილი
ძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პ ა ს უ ხ ი :
ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიდი,
დიდი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია,
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყველაზე ძლირი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლირი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლირი, მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამუკაგადაიგრიხა მამუკამ სიმინდის ფოჩის ულვაში, თოფისწამალი ჩაყარა თავის ხელთოფას ლულაში, ჯოხის მერანზე გადაჯდა...ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026