kids.ge logo

სოფელი

ფავორიტებში დამატება

რა კარგია სოფელი,-
გულის დამატკბობელი,
გამგზავრებას სოფელში
სიხარულით მოველი.

გამაქანებს მანქანა,-
სწრაფი, დაუდგრომელი,
-ნეტავ, ვინ მოგვივიდა,
შვილიშვილი რომელი?

პაპა ეტყვის ბებიას,
ჩაცინებს ულვაშში,
-კახუნა ვარ! კახუნა!-
მეც შევძახებ გულგაშლით.

-პაპა შენ გენაცვალოს!
შემოგევლოს ბებია!-
გულს რომ გამიხალისებს,
მათი ტკბილი ხმებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...ძუის მახეხედავთ, ბიჭებს რა უქნიათ?- ძუის მახე დაუგიათ! კიდევ კარგი, ბეღურებს რომ ეს ამბავი გაუგიათ. წიოკობენ, წივწ...ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!ფრიალა, ჩემო ფრიალა! ზამთარმა მოგაფრიალა? სიომ თუ დაგაბზრიალა, ქარმა თუ დაგატრიალა... იქნება ცაში გესტუმრ...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026