kids.ge logo

ძუის მახე

ფავორიტებში დამატება

ხედავთ, ბიჭებს რა უქნიათ?-
ძუის მახე დაგიათ!
კიდევ კარგი, ბეღურებს რომ
ეს ამბავი გაგიათ.

წიკობენ, წივწივებენ:
-ძმებო! დებო! ეს რა ვნახეთ!
ახლოსაც არ გაკაროთ
იმ ორი ძმის ძუის მახეს!

გვეგონა, რომ დაგვიცავდნენ,
მაგრამ... ერთი ამათ დახეთ!
სე რატომ გაგვიმეტეს,
რად დაგვიდგეს ძუის მახე!

ლუკამ თავი შეირცხვინა,
შეირცხინა თავი ბესომ..
სულ დატოვეს ბეღურებმა
იმ ორი ძმის დიდი ეზო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026