kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026