kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
გაზაფხულთან ერთად
მოდის სიხარული,
სიხასხასე, სიმწვანე,
დიდი სიყვარული.

გაზაფხულზე ბიბინებს,
მინდორი და ველი,
ენძელას და იას
ყველა გულით ელის.

გაზაფხულზე უბრუნდება
ყველა ჩიტი სახლს,
თბილქვეყნიდან მოფრინავენ
არ ზოგავენ თავს.

მზე მოაფრქვევს თავის სხივებს
და გაათბობს ირგვლივ იებს,
ყოჩივარდებს და ენძელებს
დედამიწა იცვლის იერს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026