kids.ge logo

მოით მიჯნურნო

ფავორიტებში დამატება
მოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი!
ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი!
აწ მნახეთ ხელთა შემბრალელთა, მიმთელეთ წყლულნი!
ჰხედავთ, ინდელთა, მშვილდ-მზიდველთა, დაისრეს გულნი?
მათგან ტყევე-ქმნილსა, მკვდრად-მიხდილსა მიბრუნეთ სულნი!

პირსა მთვარესა, მცინარესა, ჰშვენიან ხალნი,
ვარდნი გაშლილნი ვისგან ჰშლილნი არის მრავალნი!
მათ-თანა ქმნილნი, უცხოდ თლილნი, ძვირფასნი ლალნი,
როს განძღების, მოდების ტრფიალთა ალნი!
ვჰსწყევ ბედსა ჩემსა ასაჩემსა: მისგან ვარ კრულნი!

როს ვნახენ ტანი, მეცნეს ზარნი, მორულია!
ზარიფნი წელნი ქვეყნის-მწველნი, მოხარულია,
ბროლის-ფიცარნი, საფიცარნი, არს შემკულია,
ორნი ობოლნი, ეშყის მქონნი, მაზედ ბმულია!
ჰხამს, ყოვლი ბრძენი მისსა ქებად იყვნენ კრებულნი!

თმანი გიშერნი ელვარენი ტერფამდინ მგველნი,
ვინცა შეხვდებით, მტურად გახდებით, მისნი მნახველნი!
მისთა მიჯნურთა წამს შეპყრობს სენნი მომსვრელნი!
მზე ცუდ-მაშვრალობს, ამით ნათობს მთანი და ველნი!
მას თუ არ ჰშორავთ, შეიქნებით ეშყში დანთქმულნი!

ჰოი, რაბამად საკვირველ-არს ჩემებრ გაძლება,
მარადის სულ-თქმა და ტირილი და ქვეყნად რება,
ესრე უწყალოდ ჭრა და ხევა და სისხლში ღება!
ეს მაქვს ნუგეშად: ჩემი ბრალი მას ეკითხება!
ყავით ჩემთვის მგლოვარენი, გულ-მტკივნეულნი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026