kids.ge logo

თანაკლასელებთან

ფავორიტებში დამატება

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

თხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
სე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზინია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...დევთამჟლეტიკობამ ხისგან გამოთალა მშვენიერი ხმალი: -ბაყბაყდევი სად ბრძანდება,- ის ლაჩარი, მხდალი? გამობრძანდეს, თუ ბი...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026