kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
რის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.

ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება,
როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:
დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,
ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს!

მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის
მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!
მას მოზიდავს ხმობა გასროლის
და შეჩერებას მე დამავალებს.

ვიცი: პოტის გატეხილ სახელს
ბრბო არ დაინდობს გასათელავად,
მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...ლარიქს სიბირიკა(larix sibirica) ციმბირის ნაძვი ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026