kids.ge logo

თანაკლასელებთან

ფავორიტებში დამატება

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

თხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
სე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზინია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026