kids.ge logo

ქვაზე ამოკითხული

ფავორიტებში დამატება
ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა,
შორით დაგიდექ,
შორიდან
რა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...დღეგრძელობის წამალივინც იხეხავს კბილებს დილით, კერკეტ კაკალს გატეხს კბილით. თავს მხნედ იგრძნობს, კოხტად ივლის, თუ ვარჯიშობს ...ზოოპარკიარ შორდება არწივს სევდა, დათვი ტყის დარდს გულში იხვევს, ენატრებათ მაჩვებს მზე და ესიზმრებათ მთები ჯიხვებს...იძინებენ გვირილებიძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! - იძინებენ გვირილები, ეძინებათ პატარებს. ცა ვარსკვლავებს აც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026