kids.ge logo

პირ ზამბახნი

ფავორიტებში დამატება
პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი;
ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობის,
ყორნის-ბოლო მშვილდ-ქამანდი სადარი?

გიშრის ტბანი განზიდულან სადარად,
წარბთა და წამწამთ ისარნი სად არი?
შენი ტრფობა სადუმლოდ მესახა,
ეშხთ მიზეზნი სურვის ბანგი სადარი?

დიახ გშვენის ეგ სირტურფე ნაზობა,
ბესიკის მოლხენის დანგი სადარი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026