kids.ge logo

სტვენს ბულბული

ფავორიტებში დამატება
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მემედა;
კოცნა ვეღარ გაბედა
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ტყვის: "ვარდო, შენი სახე
დეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:
უმზებით დამალა;
ბულბულს სული გაცალა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო არალ
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026