kids.ge logo

ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი

ფავორიტებში დამატება

-რასა აქვს კედლები მტკიცე,
კარი, ფანჯარა, კიბე?
გარშემო ავანი,
მოჯირები ხისა,
ლამაზი სახურავი,
თახებს შუქი მზისა?
-ეს არის სახლი ჩვენი,
ამ ლამაზ ეზოს შვენის.
-ვინ ცხოვრობს,
ვინ ცხოვრობს ამ სახლში
შვილების დიდ იმედად?
ეს არის ჩვენი დედა!
ვის ვხედავთ სახლში მუდამ
მზრუნველს, ძლიერსა და მამაცს?
-ეს არის ჩვენი მამა!
კიდევ ვინ ცხოვრობს ამ სახლში?
რა ჰქვია ვერცხლისთმებიანს?
-ეს არის ჩვენი ბებია!
-ვინ ცხოვრობს კიდევ ამ სახლში?
შვილიშვილს რომ იფიცებს ღაბუას?
-ეს არის ჩვენი ბაბუა!
მათ გვერდით სახლში მეც ვცხოვრობ,
მამიკოსავით მამაცი,
აქ ცხოვრობს ჩემი დაკოც,
დედიკოსავით ლამაზი.
სიკეთით და სიყვარულით
ბრწყინავს აქ ყველა ოთახი...
-ვინ ცხოვრობს,
ვინ ცხოვრობს ამ სახლში?
-ერთი ლამაზი ოჯახი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026