kids.ge logo

პაპიჩემის ანდერძი

ფავორიტებში დამატება
შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიცურადა,
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

აგრემც ექნება პაპაშენს
დღე გრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო,
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026