kids.ge logo

ჩემი თბილის-ქალაქი

ფავორიტებში დამატება

სიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი,
მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი!
აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია,
ეს ქალაქი ისე მშვენირია!

სოლოლაკი, მთაწმინდა,-სხვა ადგილი არც მინდა,
თუნდ განთქმული ოქრო-ვერცხლის ბარაქით,
ვერა, ვაკის უბნები... ჩუმად ვესაუბრები,
რომ ერთია ჩემი თბილის-ქალაქი.

და სახოტბო ლექსებით ტკბილად ველერსები,
გულით, გულით-სიყვარულის ზვარაკით,
დიღომსა თუ დიდუბეს, -ეშხით გადაბინდულებს
ფერება ჩემი თბილის -ქალაქი.

ალბათ ფრენა სწადიათ, წლები ისე გადიან,
მოხატულნი ჩვენი ყრმობის ვარაყით.
აქ დღები მიდიან და სიცოცხლეს ფიქრიანს
გულში იკრავს ჩემი თბილის-ქალაქი.

სიყვარული გავუგეთ, გულის კარი გავუღეთ,
წავიკითხეთ სანუკვარი არაკი,
როგორც დედა მშობელი-გულის დამატკბობელი,
სე მიყვარს ჩემი თბილის ქალაქი!

ძველ უბანთა ხავერდებს უფალს გულით ვავაედრებ,
გახაროს მშობლიურმა ალაგმა!
სოლოლაკი, მთაწმინდა... სხვა საუნჯე არც მინდა,
დღეგრძელოს ჩემმა თბილის-ქალაქმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026