kids.ge logo

პატარა ქირურგი

ფავორიტებში დამატება

-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?
ლაშა ექიმი აკეთებს
მძიმე ოპერაციას...
-ვის უკეთებს?
-ჩვენი თაკოს
ხალთახალ თოჯინას.
-უმე! რა დამართა
იმ ციდას, კოკროჭინას?
-უბედური შემთხვევაა!
ბედური შემთხვევა!
ვერ უშველის იმ საბრალოს
მარტო ფეხის შეხვევა...
თურმე ახტაჯანა თამროს
მოუძვრია ფეხები,
ტანლად სტკივა თურმე,
ოდნავ თუ შეხები.
ლაშა ექიმი უკეთებს
ახლა ოპერაციას,
საპერაციში
დიდი გაწამაწია...
მომილოცავს!
მომილოცავს!
გადაგვირჩა თოჯინა!
უკვე არაფერი სტკივა,
საწოლზე წევს მორჩილად.
-მაშ, ოპერაციამ კარგად
ჩარა, დაკო?
-ნუღარ იტყვი, ნუღარ იტყვი,
ჩემო კარგო მაკო...
რა ყოფილა, მეგობრებო,
ჩვენი ლაშა ექიმი!
მერე რა, რომ პატარაა,
რის მეტად კეთილი.
ფეხი როგორ გაუმთელა,
ნეტავ, ერთი გაჩვენათ!
ჩვენს ციცქნა ექიმს ჰქონია,
თურმე, ოქროს მარჯვენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026