kids.ge logo

ეს მძინარე მთა და ველი

ფავორიტებში დამატება
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩველი?
გადღეგძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წველი.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს, სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა და დაათოვა სუ...ვუალისა და ვიოლეს შესახებვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც ...მესხის გამოხედვაის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა...სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026