kids.ge logo

ხიდი

ფავორიტებში დამატება

სეც საქმე დიდი!
გავაკეთოთ ხიდი!
გურის თუ რკინის?
ბამბუკის თუ ტინის?
კარგად ჩავამაგროთ
ის ბურჯები წყალში,
ჩვენს ლამაზ ნაკადულს
რომ არ დავრჩეთ ვალში,
მოდით, დავამშვენოთ,
ხიდი კოხტა თაღით,
რავინ თქვას ძვირი!-
სეც მოჯირი!
ხეზე ჩიტი გალობს:
ნაკადული ხარობს,
ხიდზე გადაცოცდა,
ლოკოკინა-მარო,
მარჯვედ გაცუნცულდა,
ნემსეკალა ზღარბი,
თურმე კურდღელმაც არ
შეხარა წარბი,
ხიდზე გადადიან
კუ, მაჩვი და მელა...
ხედავთ? კარგი საქმე
გამოადგა ყველას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026