kids.ge logo

ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

მზია, ლილი და ნანა
გატენილ სკებთან დგანან:
- ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
გავუყოფთ გივის, ზაზას,
თინას, მანანას, ნესტანს,
ნუ გეწყინება ოღონდ
და ნუ დაგვასობ ნექტარს.
ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
თუ გინდა ქვეყნად მადლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
ხედავს ფუტკარი: სკასთან
ბავშვები პურით დგანან.
ადგა და მისცა თაფლი,
ღორმუცელაა განა?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ფუტკარი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026