kids.ge logo

შენ ჩემი მეგობარი ხარ!

ფავორიტებში დამატება

თაგუნამ უთხრა თაგუნას:
-მეგობარი ხარ, იცოდე!
მანაც ასე მიგო:
-მეც მეგობარი გიწოდე!
რადგანაც მე შემიძლია,
გალხინო, ტკბილად გაცინო,
თხილის პატარა გულიც კი
თანაბრად გაგინაწილო.
რადგან სულ ერთად ვთამაშობთ,
შენ გილხინს და მეც ვხალისობ.
შენ გეღიმება და ჩემი
გულიც სიმით გაივსო.
-თუ გვიჭირს?
- მაშინ ჩვენ ორნი
მამაცი მეომრები ვართ!
-რადგან ჩვენ მეგობრები ვართ?
-სწორია! მეგობრები ვართ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ფოთლებიქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,- ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი, ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,- ლალის ფოთოლი, ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026