kids.ge logo

მურა ამბობს..

ფავორიტებში დამატება

მაშინვე შენთან გავჩნდები,
მტერს კართან ყეფით დავხვდები,
როგორც კი გაგიჭირდება,
შენი დამცველი გავხდები.

ახლა ღამეა, შენ გძინავს,
მე ეზო-ყურეს ვდარაჯობ,
ფისო კრუტუნებს: მურია,
შენც დაძინო, არა სჯობს?

მშვიდად იძინე, მე ვფხიზლობ,
თვალს არ მოვხუჭავ წამითაც,
ერთგულებას არ მოგაკლებ,
არც დღისით, არცა ღამითა.
ფისომ რა იცის ძმობისა,
ჩვენ ორის მეგობრობისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026