kids.ge logo

იმერული სიმღერა

ფავორიტებში დამატება

პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიში გაგზარდე,
ვით მასის ბულბული.

შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდე?

გული შენ მოგიძღვენი,
სულიც ხომ შემოგწირე!
პატარა საყვარელო,
შენ რაღად დამამცირე?

რომ დამგმე უმიზეზოდ
და გამცვალე სხვაშია;
მიჯობს დამწვა ცეცხლითა,
ან ჩამაგდო ზღვაშია!

პატარა საყვარელო,
ჩემო მკვლელო, უგულო,
გალიში გაზრდილო,
გაზაფხულის ბულბულო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026