kids.ge logo

წუთისოფელი

ფავორიტებში დამატება

წუთისოფელი რა არი?
გორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...შევხედე, სვემდა ღვინოსაშევხედე, სვემდა ღვინოსა ყმა, სულთა ჩემთა ზიარი, ვარდნი ეკიდნეს შუბლზედა, საფეთქელზედა - იანი. ვარდნი ვსთხ...პატარა ქალის ნატვრანეტავი რადმე მაქცია, ბულბულად გადამაქცია, ბულბულის ენა მასწავლა, ამ ბაღებს შემომაჩვია....მაღლაით მოვლენ ღრუბელნიმაღლაით მოვლენ ღრუბელნი, გორებზე დაეკიდება... ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა, გულს ჟანგი მაეკიდება; ჯავრის მიმყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026