kids.ge logo

ვაშლი

ფავორიტებში დამატება
ფოთლებში გამოუყვი
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.

ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
სე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!“

ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრილით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026