kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

რა ლამაზი ცხოველია!-
გაძახის ჩვენი ანა,
-კისერი რამ დაუგრძელა?
რამ გაზარდა ამისთანა?
როგორია გრძელკისერა,-
ბრაზინია თუ მშვიდი?
პატარა თავი ჰქონია.
თვალები კი დიდი, დიდი...
რატომ აქვს წინა ფეხები
უკანაზე უფრო გრძელი?
ტანი მას ვინ მოხატა?
მიპასუხეთ, პასუხს ველი!
სახელად ჟირაფი ჰქვია,-
დაკოს აუხსნა ნატომ,-
ალბათ ახლა ეს ცხოველი
აფრიკის სავანას ნატრობს.
მას, ყველა ცხოველზე მაღალს.
პაწაწინა რქები შვენის...
ბუნების საოცრებაა,
სხვა რა გითხრა დანარჩენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...ყველა მარიამსმარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,- შენი სამშობლოს მფარველის., სიყვარულით რომ შემოგინახა ზურმუხტისფერი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026