kids.ge logo

პატარა ქირურგი

ფავორიტებში დამატება

-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?
ლაშა ექიმი აკეთებს
მძიმე ოპერაციას...
-ვის უკეთებს?
-ჩვენი თაკოს
ხალთახალ თოჯინას.
-უმე! რა დამართა
იმ ციდას, კოკროჭინას?
-უბედური შემთხვევაა!
ბედური შემთხვევა!
ვერ უშველის იმ საბრალოს
მარტო ფეხის შეხვევა...
თურმე ახტაჯანა თამროს
მოუძვრია ფეხები,
ტანლად სტკივა თურმე,
ოდნავ თუ შეხები.
ლაშა ექიმი უკეთებს
ახლა ოპერაციას,
საპერაციში
დიდი გაწამაწია...
მომილოცავს!
მომილოცავს!
გადაგვირჩა თოჯინა!
უკვე არაფერი სტკივა,
საწოლზე წევს მორჩილად.
-მაშ, ოპერაციამ კარგად
ჩარა, დაკო?
-ნუღარ იტყვი, ნუღარ იტყვი,
ჩემო კარგო მაკო...
რა ყოფილა, მეგობრებო,
ჩვენი ლაშა ექიმი!
მერე რა, რომ პატარაა,
რის მეტად კეთილი.
ფეხი როგორ გაუმთელა,
ნეტავ, ერთი გაჩვენათ!
ჩვენს ციცქნა ექიმს ჰქონია,
თურმე, ოქროს მარჯვენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...რადიომ გამოაცხადადღეს დილით კარგი ამბავი გამოაცხადა რადიომ: -როცა სათქმელი აქვე მაქვს, სხვა ახალ ამბებს რად ვდიო? ერთ ბიჭზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026