kids.ge logo

ამირანი

ფავორიტებში დამატება
კავკასიის ქედზე იყო
მირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვედა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა;
სამართლო ძლირებას
მონურად ქედს არ უხრიდა!

ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გაცა!.. -
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა.

კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
რის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026