kids.ge logo

მე გადამარქვან მტირალა

ფავორიტებში დამატება
გუშინ მიყიდა დედიკომ
პატარა ბიჭი ბაა,
მე კი დაკო მინდოდა,
სულ ჩემი ბებოს ბრალია.

ტიროდა, ვერ გავაჩუმეთ,
მეც კი ვეფერე ძამიკოს,
ვუმღერე, ლექსიც ვუთხარი,
მან ვერაფერი გაგო.

მამამ მამუკა დაარქვა,
ბებოს უნდოდა გოგია,
მე გადამარქვან მტირალა,
მას დაარქვან ჯობია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძილი არ მიჭამიადამცინიან, ყველა გასწრებს გაღვიძებას დილითო, რად ხარ ასე ძილისგუდა, რომ ვერ ძღები ძილითო. ძილით როგორ უნდ...სამშობლოს სიყვარულიბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში როგორ ეტევით ნეტა, მამიკო, ბაბუ, შენა და ჩემი ლამაზი დედა, ქეთი, მანანა, პაა...აუ, რა თოვლი მოვიდააუ, რა თოვლი მოვიდა შორიდან, ცის სიშორიდან, დიდგორიდან თუ გორიდან, ყაზბეგიდან თუ შოვიდან. ჯავახეთიდან, თო...დიდობას ვნატრობნეტავ ვიცოდე დიდები ბავშვობას რატომ ნატრობენ. დედოკოს ვფიცავ, ჩვენს სახლში დიდობა მინდა მარტო მე. ან დედა...არსად გაქცეულა ჩვენი ჩაიდანისტუმრად იყო ჩვენთან დალი, ჩემზე დიდი გოგო. დედა, დედა, ჩვენთან თავი შეირცხვინა როგორ. ჩემმა ბებომ სთხოვა:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026