kids.ge logo

თუშეთი

ფავორიტებში დამატება

მთაში მიდის ბიჭი ლუკა,
ხელში მომარჯვა რუკა.
ყურადღება, მე ვარ გიდი,
წინ გზა გველის გრძელი, დიდი.

როცა ლაპარაკს დავიწყებ,
გქონდეთ სმენა და თან რიდი,
მთის ამბები არ გეგონოთ
გამოგონილი ან მითი.

მზის ჩასვლამდე უნდა ვნახოთ,
დართლო, შენაკო და დიკლო,
არ შეშინდეთ, ზაფხულია,
დღე გრძელია, ღამემ იკლო.

მთის მწვერვალზე წინ მიუძღვის,
ალპინისტებს ჩვენი გიდი,
მთის და ბარის სიყვარული
გულში უდევს დიდზე დიდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოდღეს სახლში მესტუმრებიან, ბაღიდან მეგობრები. ხაჭაპურები დაგვიცხვე, თუ შეიძლება ბები. უარით არ გამისტუმრებ...მზეონეტავ ასე მაღლა ცაში, ვინ დაგკიდა, მზეო? იქნებ მინდა გეთამაშო, შენთან მოვიდეო. მოგიტანო ნაყინები, ტკბილი ...თოვლის ბაბუ და სანტათურმე სადღაც შორს შტატებში, არის ღრმა და დიდი ტბები. ჯადოსნური ადგილია, ამბობს მოარული ხმები. სხვებისაგან...ცრუპენტელა კოღოშემპირდა და მომატყუა, კოღომ ცრუპენტელამ. ასე მითხრა, ვიმეგობროთ ამ ეზოში ყველამ. მაგრამ თვითონ დაივიწყა, ...Პატარა დედამიწელიყველა უნდა მოგეფეროს, ყველას გვმართებს შენზე ზრუნვა. ჩვენ ხომ ყველას გვასაზრდოებს, მზის გარშემო შენი ბრუნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026