kids.ge logo

თუშეთი

ფავორიტებში დამატება

მთაში მიდის ბიჭი ლუკა,
ხელში მომარჯვა რუკა.
ყურადღება, მე ვარ გიდი,
წინ გზა გველის გრძელი, დიდი.

როცა ლაპარაკს დავიწყებ,
გქონდეთ სმენა და თან რიდი,
მთის ამბები არ გეგონოთ
გამოგონილი ან მითი.

მზის ჩასვლამდე უნდა ვნახოთ,
დართლო, შენაკო და დიკლო,
არ შეშინდეთ, ზაფხულია,
დღე გრძელია, ღამემ იკლო.

მთის მწვერვალზე წინ მიუძღვის,
ალპინისტებს ჩვენი გიდი,
მთის და ბარის სიყვარული
გულში უდევს დიდზე დიდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოსმონავტებიზურიკელამ უთხრა ლუკას, უქმად ჯდომას არ აქვს ფასი, მოდი, ვნახოთ პლანეტები, იუპიტერი და მარსი. მოაგორეს ძვე...მზეონეტავ ასე მაღლა ცაში, ვინ დაგკიდა, მზეო? იქნებ მინდა გეთამაშო, შენთან მოვიდეო. მოგიტანო ნაყინები, ტკბილი ...თოვლის ბაბუ და სანტათურმე სადღაც შორს შტატებში, არის ღრმა და დიდი ტბები. ჯადოსნური ადგილია, ამბობს მოარული ხმები. სხვებისაგან...მხატვარიგუშინ ძლიერ მოვინდომე, და მოვხატე კედლები. ნეტავ, ასე რად გაბრაზდნენ? ვერ ვგებულობ, ვერ ვხვდები. გაგონილა...Მოვალ ჩაგეხუტებიძლიერ მიყვარს შემოდგომა წითელ ყვითელ ფერებით, ბებო, სკოლას რომ მოვრჩები მოვალ მოგეფერები. გაზაფხულიც როგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026