kids.ge logo

თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება

დაზამთრდა და სახლში სუფევს,
სახალწლო განწყობა,
მე და დედამ გადავწყვიტეთ,
ნაძვის მორთვა, აწყობა.

მთელ დღეს სახლში დავფუსფუსებთ,
სამზადისში ვართ ყველა,
მხოლოდ ფისოს ძინავს ზარმაცს,
ჩვენთვის სულ არა ცხელა.

ფანჯარასაც მიუსკუპდი,
თითით ვხატავ ფიგურებს,
ვიცი თოვლის ბაბუ ამ დროს,
მალულად რომ მიყურებს.

როგორ მიცემს იცით გული,
მასზე ფიქრს და ლოდინში?
ღამით კართან ვუდარაჯებ,
არ დავწვები ლოგინში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭოროლა ან ჭაკუნახვალვე უნდა ვითამაშო ჭოროლა ან ჭაკუნა, თქვა თემომ და შინდის ტოტებს ხელი მიუკაკუნა. თამაშისთვის საჭიროა ბუ...Ჩემი ბებომე ისეთი ბებია მყავს, აუხდენელს რომ აგიხდენს. მუდამ იმის ფიქრში არის, ყველა ნატვრა რომ ამიხდეს. როცა მსტუ...კოსმონავტებიზურიკელამ უთხრა ლუკას, უქმად ჯდომას არ აქვს ფასი, მოდი, ვნახოთ პლანეტები, იუპიტერი და მარსი. მოაგორეს ძვე...წერილიიცი როგორ გვენატრები, ბიჭოვ მე და ბებიას, შენზე რომ არ გვესაუბრა, დღე არ გაგვთენებია. ჩვენი ჭრელა ყველს გ...Საქართველობაბუა და ბებია, ეს რამხელა მთებია?! გაოცებით ვუყურებ, მწვერვალს თოვლიც სდებია. ეს ამდენი ჩუხჩუხა მდინარეც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026