kids.ge logo

კურდღლის სიზმარი

ფავორიტებში დამატება
კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო;
გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო;
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარელებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი - ერბოს ალზედაო,
ყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
მარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...წუთისოფელი ასეაწუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია....მკვეხარააქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრ...დაუკარ, ჩემო ჩონგუროდაუკარ, ჩემო ჩონგურო, შენ სალამურო წკრიალა, დაჰბერე ცივო ნიავო, ამღერდი, წყაროვ, წკრიალა, გულს დარდებ გად...თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026