kids.ge logo

„ადიდასისგან“ იმედგაცრუება

ფავორიტებში დამატება
ბაყაყი ქვაზე შესკუპდა,
ყველაფერს იკლებს ყიყინით,
შეებრალა და მივიდა
ბეკეკა პეტელ-კიკინით.

ჰკითხა:-აქ, ქვაზე რად ზიხარ,
რად სტირი, ჩემო გულჩვილო?
-იციან შიშველი რომ ვარ,
„ადიდასს“ უნდა ვუჩივლო.

მეც მსურს ამ ფირმის მარკებით
მოქარგული და მორთული
ბოტასები და წინდები,
მინდა პიჯაკიც სპორტული.

ვერც ფეხსაცმელი მომარგეს,
მახინჯი გაქვსო თათები,
ბევრი მაზომეს და ბოლოს
შექმნეს ახალი თარგები.

ველი და ვტირი ბედშავი,
ალბათ კერვა არ სცოდნიათ,
ბა რად იგვინებენ,
ჩემთან რად აღარ მოდიან?

ბეკეკამ გაღიმა და
ბაყაყს ყურს ჩაკიკინა:
-რად გინდა შენ „ადიდასი“,
ჩემო სულელო ყიყინავ?

ჭაობში უნდა იცურო,
დაგიმძიმდება პიჯაკი,
არც ფეხსაცმელი გჭირდება,
ტყულად, რაღად იძახი?

ბოტასში ტლაპო ჩაგივა,
მაინც ჩაიცვამ მათ ჯიბრზე?
წყლიდან როგორღა ამოხვალ?
როგორ იხტუნებ ნაპირზე?

ბაყაყმა ცრემლი შეიშრო,
ყიყინიც მალე შეწყვიტა,
მართალიო ბეკეკა,
მან ფიქრებში გადაწყვიტა.

მადლობა უძღვნა მეგობარს:
-ლოდინით ტყულად დავოსდი,
ჩემი სამოსიც მყოფნისო!
მყისვე ისკუპა ჭაობში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...საოცარი ქვეყანაზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავ...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026