kids.ge logo

ეკლიანი მეგობარი

ფავორიტებში დამატება

ტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი,
მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი.

დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი, ცელქი, მარდი,
სულ თამაში უნდება,არაფრის აქვს დარდი.

თაგვმა უთხრა წრუწუნამ:-ეკალი რომ გაცვია,
არ გიხდება გაიძვრე,წამო ვჭამოთ ქაცვია.

ნუ დაგვჩხვლიტე ზღარბუნა,მეგობრები ჩივიან,
რავინ ეკარება, სიმწრისაგან ტირიან.

დარდობს ნეტავ რად გავჩნდი ,ეკალა და ბუსხუნა,
თაგუნია გაექცა, ყველამ წაბუზღუნა.

დარჩა მარტოდ მტირალი, მეგობარი არა ჰყავს,
ბაყაყი ხტის,ყიყინებს,თხუნელა კი მიწას ხრავს.

გახადა სამოსი,დაუბერა ნიავმაც,
ეს სიგრილე დაჩიკოს ,მართლაც ძლიერ ემა.

ი ქურქიც გავიძვრე, ხელს შემოჰკრა ხელი,
დაიბრუნა ზღარბუნამ,მეგობრები ძველი.

ძალზედ კარგად გაერთო,-ოფლისაგან სველი,
მიდგა წყაროს ანკარას,- გაიცივა ყელი.

ძმაკაცებმა ჭადრისა ,წაფარეს ფოთოლი,
ზღარბი ავად გამხდარაო, ატყდა ტყეში ჩოჩქოლი.

ციყვმაც ხიდან ისკუპა,მოტანა თხილი,
გასატეხი კი არა,- უკვე გატეხილი.

ცებ ცაზე გამოჩნდა ის მერცხალი ფრთამალი,
თურმე ჩამოტანა,სხვა ქვეყნიდან წამალი.

სად იყო და სად არა, გაჩნდა იქვე კალია,
მეგობარი არ გიყვართ!- ეს სულ თქვენი ბრალია.

იმ ყრანტალა ყვანჩალამ,ხის ტოტიდან დასჩხავლა,
ყლაპა სიცხის წამლები, ზღარბმა სულ მთლად დაცალა.

მეგობრები კი მიხვდნენ,იგრძნეს დანაშალი,
დარცხვენილნი უვლიან და შეწყვიტეს ხმარი.

დაფაცურდა კურდღელი, მოტანა ქურქი,
და ჩააცვეს დაჩიკოს, გახდა როგორც ბურთი..

უთხრეს:--ძლიერ გვიყვარხარ მეგობარო ზღარბუნა,
და ისეთიც გვინდიხარ, რაც შენ ბედმა გარგუნა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...დამნაშავე ბურთიბურთი აჩუქა მამიკომ, დააჯილდოვა ელდარი, ფეხბურთელი და სპორტსმენი, სხარტი,ძლიერი,მედგარი, ბიჭმა ბუცები ჩაი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026