kids.ge logo

წერილი

ფავორიტებში დამატება

ცი როგორ გვენატრები,
ბიჭოვ მე და ბებიას,
შენზე რომ არ გვესაუბრა,
დღე არ გაგვთენებია.

ჩვენი ჭრელა ყველს გიგროვებს,
წიწილებს ჩეკს დედალი,
მრავალი შვილის ყოლისთვის,
გადავეცით მედალი.

ბებო საბუდრისკენ გარბის,
ქათამი რომ კვერცხს დადებს,
გელოდება რომ ამოხვალ,
გამოგიცხობს ტკბილ ქადებს.

გუშინ ლიზამ მოგიკითხა,
შენთან იყო მოსული,
ღარაა თურმე შენზე,
გაბუტულ-გულმოსული.

თუკი დროზე არ ჩამოხვალ,
მაშინ ჩვენ გესტუმრებით,
ხვალვე გულში ჩაგიხუტებთ,
ბაბუ არ გეხუმრებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცრუპენტელა კოღოშემპირდა და მომატყუა, კოღომ ცრუპენტელამ. ასე მითხრა, ვიმეგობროთ ამ ეზოში ყველამ. მაგრამ თვითონ დაივიწყა, ...Მოვალ ჩაგეხუტებიძლიერ მიყვარს შემოდგომა წითელ ყვითელ ფერებით, ბებო, სკოლას რომ მოვრჩები მოვალ მოგეფერები. გაზაფხულიც როგო...ბაბუბაბუმ ბაღში ხე რომ დარგო, იმ ხემ შვილიშვილებს არგო. თქვა: როცა აღარ ვიქნები, დაიხსომე ჩემო კარგო, ცუდი სა...მზეონეტავ ასე მაღლა ცაში, ვინ დაგკიდა, მზეო? იქნებ მინდა გეთამაშო, შენთან მოვიდეო. მოგიტანო ნაყინები, ტკბილი ...Პატარა დედამიწელიყველა უნდა მოგეფეროს, ყველას გვმართებს შენზე ზრუნვა. ჩვენ ხომ ყველას გვასაზრდოებს, მზის გარშემო შენი ბრუნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026