kids.ge logo

მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო

ღამე ყაბახზედ

ფავორიტებში დამატება
მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად სამო,
მასის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;
მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით
მოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნივით,
და მომდინარე ხან ზვირთთცემით, ხან ნელად მტკვარი,
მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!
ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა გარე
ფიქრით მოცულმან ჩველებრივ ყაბახს ვირე.
ქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი
პირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,
და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,
ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.
თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა.

— “სთქვი რამ”, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,
“თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!”
ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაღიღინებს
გულის საკვდავად და თან და თან ყელს მოღერებს.
ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები
რა აშლოდეს, ჩვენსა ქალსა — ტრფობის ჭირები!

ეცრად მათში დავინახე თეთრკაბინი
და — მეყვსელად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.
არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?
სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!
ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,
მას აქეთ თვალი ვეღარ მოჰვკარ და ახლა ერთი
სდგას აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,
ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!

თვალი შემასწრა მან ამ დროს მე და შემომცინა;
მან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინა
და ასე ვუთხარ: “ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!”
“გმადლობთ, — მითხრა მან, — რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:
ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ”.
— “დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
ვერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”

მა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აფურცლა,
ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა
და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,
რომელთ სიმით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.
ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი — თვალსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ......ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითაროს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხარ მაისის დღესა, მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა და მათი მ...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026