kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....ორი ფისოფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026