kids.ge logo

რეინჯერი თომა

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულდა, გამოცოცხლდა,
ჭალის ყველა ბინადარი,
მზის სხივებით მოფენილი,
ბიბინდა მთა და ბარი...
გაეღვიძათ თაგუნიებს,
ცუნცულებენ ზვინის ახლოს,
ზოგი სოროს ალაგებს და
ზოგიც თავის კარ-მიდამოს...
მთელი ზამთრის უნახავი,
მოკითხეს ერთმანეთი,
თაგვმა -ჩიტი , ჩიტმა- ზღარბი,
მეზობელმა- მეზობელი.

გავიხედოთ და სირბილით,
ჭალაში ტასო გამოჩნდა,
მოესროლა ხილის ხონჩა,
კისრისტეხით გამორბოდა...
ჭიანჭველის გორაკებზე-
სადუმლო სავალებით,
ციყვი ლოლას სანახავად
იჩქაროდა გამალებით.
იქით-აქეთ თვალს ავლებდა
ტყის უღრანებს დაძაბული,
სახეზედაც შეტყობდით,
რომ გაგო რაღაც ცუდი.
ფიჭვის ხეზე გირჩებს თლიდა,
თვალი მოჰკრა ლოლამ ტასოს,
ძირს დაეშვა და სულ მალე ,
ხის ქვეშ დასხდნენ საჭორაოდ...

ნუ იტყვით და რა ყოფილა,
ამ ამბავის ანაბანა,
მდინარეზე რომ ჩავიდა,
ტასო პირის დასაბანად,
გახედა და რას ხედავს:
იმ სოფლიდან, ახოს გაღმა ,
რი კაცი ჩამოსულა
და არაგვთან ჩამომჯდარა.
ერთი ცოტა პირხმელია,
მერე კი - ცოტა ზორბა,
და უეცრად ტასომ მათი
საუბარი გაგონა...

,,გავიხედე იმ დღეს, ძმაო,
(ჰყვება ერთი, უფრო ზორბა),
პაპაჩემის დარგულია,
ბექზე დიდი ვაშლი რომ დგას,
სულ მთლად ჩამოლეწიათ,
ღარა აქვს საღი ტოტი,
მანდ ნამდვილად დათვი დადის,
შეიძლება იყოს ღორიც...
შევიკრიბოთ ერთად ყველა
მონადირე ძმაკაცები,
გავიდეთ და თავს დავესხათ,
არ დავტოვოთ აღარცერთი!“
ეს რომ ტასომ გაგონა,
გააჟრჟოლა ტანში მწარედ,
გაახსენდა , გუშინ მთელ დღეს
მაგ ხის ძირას ითამაშეს.
თხივენი ერთად იყვნენ:
ტასო, ვასო,
კოლა, ლოლა!
ცელქეს და იხტუნავეს,
ხაროდათ ერთად ყოფნა!
გაგია, იცის ტასომ,
(თუმცა ,ზღარბებს არვინ ერჩის ),
,,მონადირეს ‘’ ეძახიან,
მაგ თოფიან კაცებს ტყეში.
დაგეშილი ძაღლები ჰყავთ,
არვინ გამოპარებათ,
არ იციან არც ფრინველის,
არც ცხოველის შებრალება...
ახლა რა ვქნათ?! - ღელავს ლოლა,
ახლა რა ვქნათ?! - ღელავს ტასო,
მეგობრებს თუ საფრთხე ელის,
ჩვენს მეტი ვინ დაცავსო?!
ვიდრე ყველას დაგვხოცავენ
და დამდგარა ჩვენი ჯერი,
სოფელში უნდა გავიქცეთ,
ვნახოთ თომა რეინჯერი.
მანამდე კი...( ტყეში ბევრი
ქვაბული და უღრანია),
სადმე უნდა გადავმალოთ
ღრუტუნა და ბურდღუნია.
თქვეს და კიდეც შეასრულეს,
(უყვართ საქმე, გადაჭრილი)
თომასთან შაშვი აფრინეს,
თხრეს თავის გასაჭირი...

რეინჯერი თომა- ბიჭი ,
დაჩაგრულთა ქომაგია,
ტყესაც იცავს , მდინარესაც,
მარდია და ყოჩაღია...
მალ გაჩნდა ჭალის პირზე,
ცხოველები დაამშვიდა,
ხედავთ, ქოხს რომ აშენებენ?
მანდ იქნება ჩემი ბინა.
ნურაფერზე ნუ ინაღვლებთ,
ვერვინ მოვა თქვენს ახლოსო,
მე ყოველდღე აქ ვიქნები,
დილასა და საღამოსო.

იმ დღის მერე ჩვენს ჭალაში,
სიმშვიდეა სრული ყველგან,
ცხოველების შეშინებას,
ვეღარავინ ვეღარ ბედავს.
პატარებო, მინდა გთხოვოთ,
თქვენც წახვიდეთ მთაში ეგებ
და თომა ბიჭს -ამ საქმეში
მიეხმაროთ, როგორც შეძლებთ.
თან გაერთეთ, ითამაშეთ,
გადაავლეთ ჭალას თვალი,
ტყის დაცვა და გაფრთხილება,
ყველას წმინდა ვალი არის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026