kids.ge logo

შენზე ფიქრებში, ლამაზო

ფავორიტებში დამატება
შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცელო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცელო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნამგალონამგალო, ჩემო ნამგალო, ორად მოხრილო რკინაო, შენაც დაჰბერდი, მენაცა, ორნივე ვყრივართ შინაო. ის დრო არ სჯობ...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...ვინ უფრო გიყვარს?- ვინ უფრო გიყვარს, გოგიტა? - ის, ვინც ბევრ კანფეტს მომიტანს! - ვინ უფრო გიყვარს, ხათუნა? - თოჯინა თვალებ...წუთისოფელიწუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...ბიჭო, ვისი ხარ მალხაზიბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაურჩი დედაშენსაო. საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდე ჩვენსაო. მოგიხდი წითელ ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026