kids.ge logo

დედაენა

იაკობ გოგებაშვილს

ფავორიტებში დამატება
დედა ძუძუს გვაწოვებდა,
გვიმღეროდა იავნანას,
შენი წიგნი „დედაენა“
გვასწავლიდა ანა-ბანას.

მასში ვკრეფდით თითო ასოს
და შევკონეთ „აი ია“,
ის წუთები ახლაც გვახსოვს,
შენი ნახვაც გვინატრია.

შენ ბუნების გასაღებით
გაგიღია ცოდნის კარი,
ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები,
აღმაფრენის ქროდა ქარი,
დაგვცქეროდი მზრუნველობით
მაღალ მთიდან გადმომდგარი.

თაბათა აღმზრდელ მამას
მშობლირი გიმღერს მხარე,
გისრულდა გულის ნატვრა,
რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე...
უკვდავია შენი ხსოვნა,
ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026