kids.ge logo

გ - უგული

ფავორიტებში დამატება

ფრინველებმა ერთ დღესაც
სასამართლო მოწყვეს,
ქარაფშუტა გუგულზე
ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს:

,,გუ-გუ ,გუ-გუ, გუგულო,
რად ხარ ასე უგულო,
გაკეთე თავისთვის,
ერთი თბილი ფუღურო.
ბევრი გარჯა არ უნდა,
არც ბარი და არც თოხი...
არ გრცხვენია შენს კვერცხებს,
სხვის ბუდეში რატომ ყრი?!

განზე გადგა გუგული,
გურგურებდა გულგრილად:
,,თქვენს ბუდეშიც ჩავაწყობ,
ხვალე კვერცხებს თუ გინდათ.
რაც ვართ, ასეთები ვართ
დადან და ბაბადან,
დედას ბებოს პაპა და
მის პაპის მამაცა.
ვმრავლდებით და მოვდივართ
სიკეთით და მშვიდობით,
ნეტავი რა წავაგეთ,
ჩვენი ქარაფშუტობით?!“
ნუ დამიწყებთ, გეთაყვა,
დარიგებას ჭკუსო,
გუგულებთან ჩიტები
ბარე ორი ტყუსო.
ჩემი ბარტყის მომავალს
ვხედავ თქვენზე კარგადო,
იქნება დამაცადოთ,
გადავწყვიტო თავადო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ნ - ამგალაერთ დილასაც რომ გათენდა, ცელქი გოგო ნინო ადრიანად გაეშურა ტყეში სასეირნოდ... ნიავმა რომ დაუბერა და გაფანტ...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026