kids.ge logo

გ - უგული

ფავორიტებში დამატება

ფრინველებმა ერთ დღესაც
სასამართლო მოწყვეს,
ქარაფშუტა გუგულზე
ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს:

,,გუ-გუ ,გუ-გუ, გუგულო,
რად ხარ ასე უგულო,
გაკეთე თავისთვის,
ერთი თბილი ფუღურო.
ბევრი გარჯა არ უნდა,
არც ბარი და არც თოხი...
არ გრცხვენია შენს კვერცხებს,
სხვის ბუდეში რატომ ყრი?!

განზე გადგა გუგული,
გურგურებდა გულგრილად:
,,თქვენს ბუდეშიც ჩავაწყობ,
ხვალე კვერცხებს თუ გინდათ.
რაც ვართ, ასეთები ვართ
დადან და ბაბადან,
დედას ბებოს პაპა და
მის პაპის მამაცა.
ვმრავლდებით და მოვდივართ
სიკეთით და მშვიდობით,
ნეტავი რა წავაგეთ,
ჩვენი ქარაფშუტობით?!“
ნუ დამიწყებთ, გეთაყვა,
დარიგებას ჭკუსო,
გუგულებთან ჩიტები
ბარე ორი ტყუსო.
ჩემი ბარტყის მომავალს
ვხედავ თქვენზე კარგადო,
იქნება დამაცადოთ,
გადავწყვიტო თავადო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026