kids.ge logo

ე - შმაკუჭა

ფავორიტებში დამატება

ეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს,
ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე,
არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე
მთაში ოფოფს ეძახიან ასე...

ზებრასავით ზოლინი ფრთებით
ტყეს და მინდორს შემოიფრენს რამდენს,
ხან, გაშლის და ხან, დაკეცავს ქოჩორს,
თავზე ჭრელი სავარცხელი ადევს.

პატარებო, შევესწარი ერთხელ
ტყის ფრინველებს გამართათ ლხინი,
ფერად-ფერად ლენტებს ფენდნენ ველზე,
იდგა მღერა, ტაშ- ფანდური დიდი.

შეძახილი გაისმოდა ირგვლივ:
- ეშმაკუჭავ, დარე, მიდი!
ტრილებდა ცერზე... ერთი-ორი
ეშმაკუჭას მოცეკვავე წყვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...ხ - ოხობიხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო, და ვხარობთ უკვე ამ ამბით, ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადა...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026