kids.ge logo

ვ - არხვი

ფავორიტებში დამატება

ხუჭუჭა ვარხვი გინახავთ?
ბავშვებო, აბა, გამოტყდით!
ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება
რის ნამდვილი სამოთხე...

ტურასგან, მელაკუდასგან
მას ურჩევნია სიშორე,
მეტად ფრთხილია, ამიტომ,
ბუდეს კუნძულზე იშენებს.

თევზები, თავკომბალები
მისთვის მეფური კერძია,
ნისკარტზე დიდი ტომარა
მათ ჩასაყრელად ჰკიდია.

ტბაში ცურავს და ლივლივებს ,
გინდ წვიმა იყოს, გინდ ქარი...
ზამთარში გაშლის ლამაზ ფრთებს
და თბილ ქვეყნებში იჩქარის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...შ - აშვი მცინარიშოთა და მაშო, ბავშვებო, ცელქი და-ძმანი არიან, სოფლად ცხოვრობენ და უყვართ შალშავის ჭამა ძალიან. გუშინაც ტყ...გ - უგულიფრინველებმა ერთ დღესაც სასამართლო მოაწყვეს, ქარაფშუტა გუგულზე ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს: ,,გუ-გუ ,გუ-გუ, გ...ღ-აჟოის არ არის ღუნღულა, არც ღუღუნი არ იცის, ღაჟოს უნდა იცნობდეს ყველა ბიჭი - რაინდი! თუ ოცნებობ რომ გახდე მონ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026