kids.ge logo

ტყეში

ფავორიტებში დამატება

სადღაც დათვი დაბანდალებს,
დათვი თაფლით გამომთვრალი.
სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს,
სადღაც ბრწყინავს წყაროსთვალი.
სადღაც მზეზე ციყვუნი
კერკეტელა კაკალს ამტვრევს.
სადღაც სოკო ამომძვრალა,
თავზე ნეშო დაჰფარფატებს.
სადღაც ტყეში ტყისმცველი ზის,
დაქანცული წყალს სვამს პეშვით.
ტყე კი ისე დაბურულა,
რაფერი არ ჩანს ტყეში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...გამოფარფატდა პეპელაგამოფარფატდა პეპელა, ყვავილებს უძღვნა სალამი. იამ საუზმე მიართვა, ბალახმა ასვა ცვარ-ნამი. წყარომ უმღერა რ...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026