kids.ge logo

ლ - აკლაკი

ფავორიტებში დამატება

„ქალაქობანას“ თამაშობს
ლაკლაკის მთელი ოჯახი.
ჩამორიგეს ფურცლები,
კალამიც ყველამ მონახა.

ქალაქი „ლ“-ზე ლონდონი,
ლვოვი და ლაგოდეხია,
მდინარეც მრავალი არის:
ლაკბე, ლასილი, ლეხია.

როცა ჩიტებზე მივიდნენ,
თხივემ ბევრი იღონა,
„ლ“-ზე ვერცერთმა ლაკლაკმა
სხვა ჩიტი ვერ მოგონა.

ვიცი, რომ გიყვართ ბუნება,
წიგნის კითხვას ხართ ნაჩვევი,
იქნება თქვენ დაეხმაროთ,
ანბანის ჩიტებს, ბავშვებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქ - არიშხალაქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს და ქარდაქარ დაქრის ჩქარა, გადასერავს ოკეანეს, სულ არ იცის რაა დაღლა. წინასწარ გრძ...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026