kids.ge logo

ლ - აკლაკი

ფავორიტებში დამატება

„ქალაქობანას“ თამაშობს
ლაკლაკის მთელი ოჯახი.
ჩამორიგეს ფურცლები,
კალამიც ყველამ მონახა.

ქალაქი „ლ“-ზე ლონდონი,
ლვოვი და ლაგოდეხია,
მდინარეც მრავალი არის:
ლაკბე, ლასილი, ლეხია.

როცა ჩიტებზე მივიდნენ,
თხივემ ბევრი იღონა,
„ლ“-ზე ვერცერთმა ლაკლაკმა
სხვა ჩიტი ვერ მოგონა.

ვიცი, რომ გიყვართ ბუნება,
წიგნის კითხვას ხართ ნაჩვევი,
იქნება თქვენ დაეხმაროთ,
ანბანის ჩიტებს, ბავშვებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...გ - უგულიფრინველებმა ერთ დღესაც სასამართლო მოაწყვეს, ქარაფშუტა გუგულზე ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს: ,,გუ-გუ ,გუ-გუ, გ...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026