kids.ge logo

მ - ოლაღური

ფავორიტებში დამატება

მოლაღური ფრთამალი,
მალმალ მოქრის მაღლიდან,
მას არა და ბევრ სხვა ჩიტს,
ეს სისწრაფე დაღლიდა.

აფრიკაში ატარებს,
ზამთარს ცივს და სუსხიანს,
გულზე თითქოს ყვითელი
საღებავი უსვია.

მზის ჩასვლას და ამოსვლას,
გებება გალობით,
ყური უნდა მიუგდო,
თუ გინდა რომ ხარობდე.

ამტკიცებენ პაპები,
ბებოებსაც ჰგონიათ,
რომ ეს ჩიტი გალობით
ამბობს: „ბიჭო გოგიას!“

უსმენენ და არ სჯერათ -
არც მარის და არც სოსოს,
„თუთაბალა“ ჰქვია და
ბლის შემოსვლას გვამცნობსო.

რომელია მართალი
ვერ მორიგდნენ ამაზე,
მეც დავუგდე ყური და
ხან ისეა... ხან ასე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...ხ - ოხობიხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო, და ვხარობთ უკვე ამ ამბით, ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026