kids.ge logo

ღ-აჟო

ფავორიტებში დამატება

ის არ არის ღუნღულა,
არც ღუღუნი არ იცის,
ღაჟოს უნდა იცნობდეს
ყველა ბიჭი - რაინდი!

თუ ოცნებობ რომ გახდე
მონადირე ნამდვილი,
გინდა გქონდეს მგლის მუხლი
და თვალები არწივის.

მაშინ უნდა ისწავლო
ღაჟოს გაწრთვნა და მოვლა,
მერე ქორ- შევარდნებით
ნადირობაც გამოვა.

არ ღირს ღელვა იმაზე,
რომ ეს საქმე ძნელია,
ხედავ?! ბაბუ დაბერდა,
ახლა შენი ჯერია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026