kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
და, ადა,
გასცურე, ბადა,
გამოდი, კეფალო,
გამოდი, სტავრიდა!
და, ადა,
მოუსვი, ბადა,
დელფინი მოვარდა,
ნეტავი სადან?..
სტავრიდას გატანს,
კეფალსაც გატანს,
ბადეს და ბადას
გატანს ლაზისტანს.
ამ ბადეს დავტოვებთ,
ტალღებზე ეფინოს,
ღონდ შენ მოგვეშვი,
კეთილო დელფინო.
რა მოხდა ასეთი,
ეს ზღვა რომ გაცალე;
სულ შენი არ არის?
ცოტა ჩვენც გვაცალე!
დღეს არა გვცალია,
ხვალ გეთამაშებით,
დილიდან ვთევზაობთ
სარფელი ბავშვები.
დღეს თევზის ნასახიც
არ გაგვიყიდია,
გვაცალე, გავყიდით
სტავრიდას, მიდიას.
ტალღები მოდიან,
ტალღები მოდიან,
შენ სხვაგან ითევზე,
შავი ზღვა დიდია.
მობრუნდი, ბადა,
მზე ზღვაში ჩავიდა.
დელფინი წავიდა,
და, ადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026